არსებობს ე.წ. ეზეკიელის პური. მისი რეცეპტი ეფუძნება ბიბლიას, რომელშიც უფალი ეზეკიელ წინასწარმეტყველს ფაქტობრივად კერძის რეცეპტს აძლევს, რომლითაც ეზეკიელი 390 დღე უნდა იკვებოს (ეზეკ. 4:9). საინტერესოა, რომ ეზეკიელის პური ცხრა მნიშვნელოვან ამინომჟავას შეიცავს. ერთობლიობაში ამინომჟავების ეს ნაკრები ცხოველური ცილის ჩასანაცვლებლად გამოდგება. ინსტაგრამზე ვიდეოს კომენტარებს ჩავყევი, რომელიც ეზეკიელის პურს ეხება და ერთ-ერთი კომენტარი ყველაზე მეტად მომეწონა: ინსტაგრამ მომხმარებელი ბეჯითად მიმოიხილავს ეზეკიელის პურის მახასიათებლებს - ეზეკიელის ჯამში ჩაყრილი ბურღულეულის კომბოს უცნაურ მარგებლობას - ჩამოთვლის ცხრავე ამინომჟავას, ახსენებს ცილებსაც, რომელთაც ეზეკიელის პური ანაცვლებს. პოსტს პოპულარული-სამეცნიერო ტონი და ელფერი აქვს და სამომხმარებლო აკორდით მთავრდება - იუზერი ასკვნის, რომ ეზეკიელის პური მშვენერი ვარიანტია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის.