ინგლისურად to jot რაღაცის სწრაფად ჩაწერას, ჩაჯღაბვნას ნიშნავს. ხოლო იოტი(ჲ), რომელიც ქართული ანბანის ყოფილი წევრია და თან ლათინური ანბანის მეათე ასოს (J) სახელია, ჩემთვის დახვეწილი ანაქრონიზმის სიმბოლოა. მაგრამ კიდევ უფრო შორს თუ წავალთ იოტი ებრაულ იოდთანაც [yod (י)], ძველი ებრაულის უმცირეს ასოსთან არის კავშირში. მაგრამ ამ ძაფს აღარ ჩავყვები.
წამომიარა თინეიჯერულმა სურვილმა ბლოგის შექმნისა, სადაც მოკლე ჩანაწერებს შევინახავ. უფრო გულწრფელად თუ ვიტყვი - გამოვაქვეყნებ. პირველი პოსტისთვის - მგონი საკმარისია.