როდესაც სუფრაზე მოხვდები - შენთვის არც ისე ჩვეულ ან სასიამოვნო სიტუაციაში - და მოვა შენი ჯერი სადღეგრძელოს თქმის, ან უბრალოდ სიტყვას მოყვება და შენ განაცხადებ - "არა, მე დალევა არ მიყვარს დიდად"... ან "არა, მე დიდი სადღეგრძელოების მოყვარული არ ვარ"... ან რამე ამდაგვარს.
ერთის მხრივ, ეს თავდაცვით პოზიციაში ჩადგომაა. ერთგვარი საზღვრების დაწესება. მაგრამ თან, ამ განცხადებას - და საერთოდ, ყველა განცხადებას - აქვს შეფარული აზრი, ქვეტექსტი, რომელიც ცნობიერად მხოლოდ ფაქიზი ყურის პატრონისთვის არის ცხადი: რომ ამ სუფრაზე თუ შეკრებაზე ყოფნა არ გინდა, არ გინდა იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომელშიც ახლა ხარ.
ამ ქვეტექსტის შეგრძნება და ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად ხდება და შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაც კი შექმნას. ამიტომ, ეს ინფორმაცია, უმჯობესია შენთვის შეინახო, სანამ მისი გაცხადების ნამდვილი საჭიროება არ დადგება.