რეკორდი

კაცის ცხოვრება ძირეულად შეიცვალა, როდესაც ინტერნეტში წააწყდა ვიდეოს, რომელშიც შიმპანზე ეკრანზე წამიერად გაელვებული რიცხვების მიმდევრობას იმახსოვრებს და შემდეგ უშეცდომოდ იმეორებს.

კაცს მოსვენება დაეკარგა. ვერაფრით ამოიგდო თავიდან შიმპანზის მიერ შესრულებული მენტალური ტრიუკი და მძიმე შინაგანი ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა თვითონაც ეცადა იმავეს გამეორება.

დიდხანს ვარჯიშობდა, მრავალი თვის მანძილზე დაუღალავად შრომობდა და შეიმუშავა სავარჯიშოების მთელი კომპლექტი ვიზუალური მეხსიერების გასაუმჯობესებლად. სულ უფრო უახლოვდებოდა მიზანს, მაგრამ არავინ იცის, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა თუ არა რეკორდის გამეორება. თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მიზანთან მიახლოვებასთან ერთან, სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა შიმპანზეს.

Categories: #მხატვრული Tags: #flash fiction

Written by Human, Not by AI